პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება

პროფესიულ კოლეჯში „მოდუსი“ პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის ღია კარის დღე გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

თამარ ქიტიაშვილი: „რუსთავს და ამ რეგიონს ნამდვილად გაუმართლა, რომ აქვს ასეთი კოლეჯი. საქართველოში არცერთ კოლეჯს არ აქვს ისეთი ფაბლაბი, როგორიც „მოდუსს“. გარდა ინოვაციურ მიდგომებისა, კოლეჯს კიდევ ერთი გამორჩეული სიახლე აქვს, „მოდუსი“ იმ პროფესიული სასწავლებლების ათეულშია, რომლებიც აპლიკანტებს ინტეგრირებულ პროგრამებს სთავაზობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კურსდამთავრებულები პროფესიის დაუფლებასთან ერთად აიღებენ დიპლომს, რომელიც საშუალო განათლების ატესტატთან არის გათანაბრებული“.
ღონისძიებაზე დაინტერესებულმა პირებმა ინფორმაცია მიიღეს კოლეჯში მოქმედი პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე რეგისტრაციის პროცესზე, პროფესიულ ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე.
აპლიკანტებმა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტული და სასწავლო აღჭურვილობები დაათვალიერეს.

ახლადრეაბილიტირებული პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ სასწავლო წელს სიახლეებით ხვდება. კოლეჯმა ავტორიცაზია დამატებით 2 ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამაზე მოიპოვა – „მებაღეობა“ და „კომპიუტერული ქსელი და სისტემები“. აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდეგ კოლეჯის კურსდამთავრებული აიღებს დიპლომს, რომელიც სრული ზოგადი განათლების ატესტატს უთანაბრდება. „მოდუსს“ წელს მიღება 10 საგანმანათლებლო პროგრამაზე აქვს გამოცხადებული:
აღმზრდელი; მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება; მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება; ელექტროობა; სანტექნიკის სისტემების ექსპულატაცია; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი; მებაღეობა; შედუღება; ბუღალტრული აღრიცხვა; ინფორმაციის ტექნოლოგია.

მიმდინარე წლის 10 აგვისტოს ჩათვლით პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს შემდეგ ელექტრონულ პლატფორმაზე vet.emis.ge.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად