პროფესიული განათლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების ახალი მოდელი შეიქმნა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბრიტანეთის მთავრობის „კარგი მმართველობის ფონდის (GGF)“ ფინანსური მხარდაჭერითა და მსოფლიო ბანკის თანამონაწილეობით, ახალ
პროექტს იწყებს სახელწოდებით „პროფესიული განათლების მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება“. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

პროფესიული განათლების სისტემაში მსგავსი მასშტაბის პროექტი პირველად ხორციელდება და იგი მიზნად ისახავს
პროფესიულ მასწავლებელთა კარიერული განვითარების მაქსიმალურ ხელშეწყობას, მამოტივირებელი მექანიზმების შემუშავებას, ახალი კადრების სისტემაში მოზიდვას. პროექტი საზოგადოებას ორგანიზატორებმა დღეს წარუდგინეს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, პროექტი უზრუნველყოფს პროფესიული პედაგოგების განვითარებას, მათ კარიერულ ზრდას და წინსვლას, რაც კიდევ
ერთი დადასტურებაა იმისა, რომ სამინისტროს ძალისხმევა სრულადაა მიმართული სკოლებისა და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისკენ, რათა უზრუნველყოფილი იქნას სწავლა/სწავლების მაღალი ხარისხი.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვთანამშრომლობთ პროფესიული განათლების მიმართულებით საქართველოს მთვარობასთან. ვფიქრობ ამ ახალი პროექტით მნიშვნელოვნად გაიზრდება პროფესიული პედაგოგების უნარები, რაც უზრუნველყოფს პროფესიონალი კადრების მომზადებას და გაზრდის მათი დასაქმების შესაძლებლობებს. მოუთმენლად ველით პროექტის განხორციელებას“ -აღნიშნა პრეზენტაციაზე მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორმა, მერსი ტემბონმა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად