პროკურორი: მელიას სახელმწიფო ედავება არა ორგანიზებას, არამედ ხელმძღვანელობა-მონაწილეობას

პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ ნიკანორ მელიას სახელმწიფო ბრალდება არ ედავება რაიმე ქმედების ორგანიზებას, არამედ საუბარია ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაზე.

„არსად წერია, რომ ნიკანორ მელიას სახელმწიფო ბრალდება ედავება რაიმე ქმედების ორგანიზებას, აქ საუბარი არის ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაზე, დამეთანხმებით, ხელმძღვანელობა და ორგანიზება სხვადასხვა საკითხია, მითუმეტეს არსად წერია ჩვენს წინადადებაში, რომ ორგანიზებული ჯგუფის შექმნა იყო მისი ასე ვთქვათ მთავარი საკითხი მოცემული ქმედებების დროს“,- აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.
რაც შეეხება სხვა სისხლის სამართლის საქმის არსებობას და პოლიციელთა მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობის გადამეტების ფაქტს, ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ არსებულ საქმესთან დაკავშირებული კითხვებს უკვე გაეცა პასუხი პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, რომ, დაწყებულია გამოძიება.
„მათ შორის რამოდენიმე პოლიციელს უფელბამოსილება მოსილება აქვს შეჩერებული და კონკრეტული მტკიცებულებების მოპოვების, კონკრეტული სტანდარტის შექმნის შემთხვევაში აუცილებლად , მყისიერად იქნება მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებები რის თაობაზეც საზოგადოება ასევე დროულად იქნება იმფორმირებული“,-განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად