პროკურორი: ხაზარაძემ წარმოადგინა ჩვეულებრივი წერილი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში “თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა.

საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის  განცხადებით, მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილზე არანაირი მაიდენტიფიცირებული ნიშანი არ არსებობს.

“წარმოდგენა რომ გქონდეთ, ეს არის ჩვეულებრივი წერილი, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტით, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არსებობს.

მამაუკა ხაზარაძემ განმარტა რომ მას წერილი გადასცა შუამავალმა. მას გააჩნია ვალდებულება დაასახელოს შუამავლის ვინაობა. ჩვენთვის გაიგებარი მიზეზით ის შუამავალს არ ასახელებს.”,- განაცხადა პროკურორმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად