პროკურორი: ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში TBC დაზარალდა, მაგრამ თაღლითობის ნაწილში დაზარალებული საქმეში არ არის

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა აღკვეთი ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა. როგორც სახელმწიფო ბრალმდებელმა არჩილ ტყეშელაშვილმა სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, ვინაიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის თაღლითობით დაზარალდა “თიბისი ბანკი” მაგრამ რადგან ამ ნაწილში ხანდაზმულობის ვადა გასულია, საქმეს არ ჰყავს დაზარალებული . მისი თქმით ამიტომ არ აქვს სწორედ საქმეს თაღლითობის კვალიფიკაცია და ბრალოს დადგენილება შემოსავლების უკანონო თანხის ლეგალიზებით მიმდინარეობს.

“სასამართლომ გაიზარა  რომ საქმეზე არსებობს  დასაბუთებული ვარაუდი რომ ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ჩაიდინეს მათ მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება. ვგულისხმობ თანხის უკანონო ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა დიდი რაოდენობით შემოსავლის მიღება.

რაც შეეხება დაზარალებულს, ჩვენ ბრალდების დასაბუთებაში ხაზგასმით გვაქვს აღნიშნული ქმედებით ზიანი მიადგა “თიბისი ბანკს”, შესაბამისად თუ ვის მიადგა ზიანი, უკვე როგორც დაცვის მხარისთვის არის ცნობილი, სასამართლოზე სწორედ ეს პოზიცია გაჟღერდა…” – განაცხადა პროკურორმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, – თქვენ სასამართლო პროცესზე განაცხადეთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ “თიბისი ბანკს” მიადგა ზიანი, ეს არის ხანდაზმული, რაზეც პროკურორმა განაცხადა:

“ჩვენ ბრალდების დადგენილებაში გვაქვს, რომ ზიანი მიადგა “თიბისი ბანკს”, რაც შეეხება დაზარალებულად ცნობის საკითხს, ეს არის პროცესუალური საკითხი, რაც მდგომარეობს იმაში, რომ თაღლითობაზე – რომელი ქმედებითაც ზიანი მიადგა “თიბისი ბანკს”, ხანდაზმულობის ვადა გასაულია. ჩვენ თაღლითობის კვალიფიკაციით არ ვედავებით ბრალდებულებს, შესაბამისად ამიტომ არ არსებობბს დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ”, – განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს გირაო შეეფარდათ 700 000-700  000 ლარის ოდენობით, ხოლო პროკურატურა მილიონ-მილიონ გირაოს ითხოვდა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ  მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

მოგვიანებით კი, მამუკა ხაზარაძემ სოციუაკურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: ვტოვებთ TBC ბანკში დაკავებულ თანამდებობებს, სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

დაახლოებით 5 თვის წინ, 2019 წლის 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევაზე განცხადება გაავრცელა.

რამდენიმე დღეში კი „TBC ბანკმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ  ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი /თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში

აღნიშნული განცხადებების  შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ.

2019 წლის 4 მარტს პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე მამუკა ხაზარაძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა.

ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მას წერილი შუამავალმა გადასცა, რომლის ასლი მოსამართლესაც წარუდგინა.

ასევე ხაზარაძემ აღნიშნა, რომ “თიბის ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს  მაშინ, „როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი და რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება“.

წერილის გაგზავნის ფაქტს  შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს და აცხადეს: მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს ყველას პირში ვეუბნები  ხაზარაძე კი აცხადეს: შინაგან საქმეთა მინისტრმა სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი

პროკურორმა კი განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ჩვეულებრივი წერილი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

„აიპრესთან“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ წერილი, რომელიც ხაზარაძეს გადასცეს, ხელნაწერი არ იყო, დაბეჭდილი იყოასევე 2019 წლის 6 მარტს აღნიშნა რომ წერილი ექსპერტიზაზე გაგზავნილია უცხოეთში.

2019 წლის 9 ივლისს TBC ბანკის დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძე  სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

2019 წლის 10 ივნისს “აიპრესი“ დაინტერესდა ჩამოვიდა თუ არა ექსპერტიზის პასუხი უცხოეთიდან, რაზეც ზვიად კორძაძემ განაცხადა: „ჯერ-ჯერობით არანაირი პასუხი არ ჩამოსულა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად