პროკურორი: გიორგი რურუა პროცესზე ცდილობს მოწმეების დისკრედიტაცია მოახდინოს, დანარჩენი უბრალოდ ხმაურიანი საუბარია

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულ გიორგი რურუასა და საქმის ერთ-ერთ პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მოწმის გამოკითხვას მოჰყვა, როდესაც გიორგი რურუა მას კითხვას უსვამდა. პროკურორმა კი სასამართლოში ამ კითხვის აცილება მოითხოვა.

“უზრდელი” ასე მიმართა გიორგი რურუამ საქმის ერთ-ერთ პროკურორს დარბაზში, რასაც დარბაზში ხმამაღალი საუბარი მოყვა. მოსამართლე ვასილ მიგინეიშვილმა გიორგი რურუას გაფრთხილება მისცა და კორექტულობისკენ მოუწოდა.

საქმის პროკურორის, ვასილ სამხარაძის განცხადებით:

“დღეს დავკითხეთ 4 მოწმე, ექსპერტ-კრიმინალისტები, აქედან 2 ესწრებოდა ნუშის აღების პროცედურას, 2 ესწრებოდა გიორგი რურუას ავტომობილის ჩხრეკას. სწორედ ამ გარემოების გარშემო დაიკითხნენ მოწმეები, მისცეს განმარტებები და აღწერსს ამ პროცესის მიმდინარეობა. გიორგი რურუა ცდილობს პროცესის მიმდინარეობისას დისკრედიტაცია მოახდინოს მოწმეების. შესაბამისად ამას მოჰყვება ჩვენი პროტესტი და ამან გამოიწვია მისი მხრიდან მორიგი შეურაცხყოფა.

მოწმის დისკრედიტაცია გულისხმობს მოწმეზე მისთვის სასურველი ზემოქმედების მოხდენას. დანარჩენი უბრალოდ ხმაურიანი საუბარია”.

რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილი თქმით,

“ინციდენტს რაც შეეხება, შეიცვალა ერთ ერთი პროკურორი, რომელმაც იუზრდელა, დაგვიწყო ყვირილი და ამას მოჰყვა ინციდენტი.

გინებას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ იყო ხმამაღალი საუბარი”.

პროკურორი ვასილ სამხარაძე ამბობ, რომ “აღნიშნულ საქმეზე პროკურორი არ ჩანაცვლებულა”.

გიორგი რურუას მორიგი სასამართლო სხდომა ერთი დღის წინ, 2020 წლის 18 მაისს ჩატარდა. იყო მოლოდინი, რომ სასამართლო ბრალდებულს პატიმრობიდან გაათავისუფლებდა. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ვალერიან ბუგიანიშვილმა არ დააკმაყოფილა, გიორგი (ჟორიკა) რურუას ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძების გარეშე დატოვების-პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ.

მორიგი სასამართლო სხდომა 25 მაისს 10:00 საათზეა ჩანიშნული.

შეგახსენებთ, საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე, სადაც აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხი განიხილებოდა, განაცხადა, რომ გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს. თუმცა, ის იარაღი, რომელიც ჩხრეკის დროს აღმოაჩნდა, რეგისტრირებული არ იყო.

თუმცა, გიორგი რურუამ სასამართლო დარბაზში განაცხადა როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად