პროკურორი: გამოკითხვაზე ხაზარაძემ განაცხადა, რომ წერილი გადასცა შუამავალმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა “თიბისი ბანკის” ერთ-ერთი დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა. როგორც ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა  განცხადა, მამუკა ხაზარაძის სასამართლოში განაცხადა, რო მას წერილი გადასცა შუამავალმა და არა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.

“წარმოდგენა რომ გქონდეთ, ეს არის ჩვეულებრივი წერილი, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტით, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არსებობს.

მამაუკა ხაზარაძემ განმარტა რომ მას წერილი გადასცა შუამავალმა. მას გააჩნია ვალდებულება დაასახელოს შუამავლის ვინაობა. ჩვენთვის გაიგებარი მიზეზით ის შუამავალს არ ასახელებს.”,- განაცხადა ლევან ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, 4 მარტს გამართულ კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო. აქვე ხაზარაძე ამბობს: “გპირდებით, ამას გავასაჯაროვებ, მაგრამ მაშინ, როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი და რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება”.  ფაქტს შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად