პროკურორი: 1937-1938 წლების 1/200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად აღმოჩენილ იქნა ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაასრულა.

ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა და განმარტა, რომ საქმე ამიერიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისთვის მიმართული მოქმედებების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიმართ გამოძიება დაასრულა და საქმე განსახილვლელად თბილისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება. სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიების საქმეში ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მოწმის სახით გამოიკითხა 100-მდე პირი, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებიდან ამოღებული იყო საქმისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, მათ შორის, კარტოგრაფიული მასალა.

აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 1937-1938 წლების 1/200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დედანი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილ იქნა ნატალია ილიჩოვას სამუშაო კაბინეტში. აღსანიშნავია, რომ დასახელებული რუკა წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას და ნაცვლად ბრალდებულის სამუშაო კაბინეტისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაცული უნდა ყოფილიყო იუსტიციის სამინისტრს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს არქივში“, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად