“პროკურატურისთვის უკეთესი იქნება ბუტა რობაქიძის საქმეზე სიმართლე უთხრას საზოგადოებას”

"პროკურატურის მოწმე ელიზბარ ჩიკვაიძე იტყუება. მას შეპირდნენ, თუ ცრუ ჩვენებას მისცემდა, შვილს დაუსაქმებდნენ და დააწყებინეს კიდეც. ეს პიროვნება არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე“, – ამის შესახებ დიდუბის რაიონის პოლიციის ყოფილმა უფროსმა მამუკა გვაზავამ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მოწმე ელიზბარ ჩიკვაიძე 2004 წლის 23 ნოემბერს შემთხვევის ადგილზე ბოლოს მივიდა.

"იტყუება როცა ამბობს, რომ ჩემთან ერთად გამოვიდა რესტორნიდან. მე შემიძლია წარმოგიდგინოთ ანძების ამონაწერი სადაც არის დაფიქსირებული ჩვენი კავშირები. ვისზეც ეს ადამიანი იძახის არცერთი ქალაქში არ ვიმყოფებოდით. 

საოცარია პროკურორების ქმედება. მოწმეს როცა კითხვას ვუსვამთ, თვითონ წამოხტებიან და პასუხს ესენი გვცემენ. ასეთი ცრუ მოწმეებით უნდა რაღაცა შეთითხნონ. ეს საქმე გამოძიებულია და ჯობია გამოძებამ სიმართლე უთხრას ხალხს. პროკურატურამ კარგად იცის, რომ ჩვენ ამ საქმეში არ ვართ მტყუანი. 

იარაღები იქ იყო. ფირი აქ არის, რომელსაც რამდენიმე ქვეყნაში ჩაუტარდა ექსპერტიზა. დასკვნა ადასტურებს, რომ ბუტა რობაქიძის სიცოცხლეშივე დევს იარაღი მის გვერდით. მეტი მტკიცებულება რაღა გინდათ?! სიცოცხლეშივე, ტყვიის გავრდნიდან სიკვდილამდე იარაღები დევს მის გვედით დაკავებულ პირებთან ერთად. 

ვინ, როდის, სისულელეა რომ ვინმე იქ იარაღები დადო, ნახეთ ფირი და დარწმუნდებით ყველაფერში", – განაცხადა გვაზავამ.

შეგახსენებთ, მამუკა გვაზავა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეშია ბრალდებული. 

დღეს, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში პროკურატურის მოწმემ ელიზბარ ჩიკვაიძემ, რომელიც 10 წელის გავაზავასთან მუშაობადა განაცხადა, დიდუბის პოლიციის ყოფილმა უფროსმა მამუკა გვაზავამ მითხრა, "პატრულის თანამშრომელს შემოაკვდა და დონაძის დავალებით იარაღი უნდა ჩავყაროთ, რომ არ მოხდეს პატრულის დისკრედიტაციაო". 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად