“პროკურატურიდან გაშვებული თანამშრომლები “კორტების” საქმის გამოძიებაში აქტიურად არ მონაწილეობდნენ”

მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის ირკალი შოთაძის შეფასებით, პროკურატურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე გაშვებული თანამშრომლები ე.წ კორტების საქმის გამოძიებაში აქტიურად არ მონაწილეობდნენ,-ამის შესახებ მან “იმედის” ეთერში განაცხადა.

შოთაძემ აღნიშნული განცხადება დაუკავშირა სწორედ იმ პროკურორებს, რომლებიც თავის დროზე იური ვაზაგაშვილმა საკუთარი შვილის მკვლელობაში დაადანაშაულა. როგორც შოთაძემ განაცხადა, მან კარგად იცის, თუ ვინ მონაწილეობდა აღნიშნულ სპეცოპერაციაში.

"რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებსაც მონაწილეობა ჰქონდათ მიღებული ე.წ კორტების სპეცოპერაციაში, მე უპირველეს ყოვლისა ამის შესახებ კომუნიკაცია მქონდა და ინფორმაცია ამის შესახებ ჰქონდა ჩემთვის ბატონ იურის. მე პირადად ვიცნობდი საქმის მასალებს და ჩემთვის კარგად არის ცნობილი, ვინ მონაწილეობდა ამ სპეცოპერაციაში. მე შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურის არც ერთი თანამშრომელი, რომელსაც რაიმე შეხება ჰქონდა ამ სპეცოპერაციასთან, პროკურატურაში არ მუშაობდა.

პროკურატურიდან ბოლო პერიოდში მოხდა პირადი განცხადების საფუძველზე რამდენიმე თანამშრომლის გაშვება, ეს ის თანამშრომლები არ იყვნენ, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ გამოძიებაში, ანუ ვინც ატარებდნენ უშუალოდ გამოძიებას – ეს პროკურორები და გამომძიებლები გაცილებით ადრე იყვნენ პროკურატურიდან გაშვებული. ეს იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც შემდგომში იყვნენ ე.წ კორტების სპეცოპერაციის გამოძიებასთან”,-განაცხადა შოთაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად