პროკურატურამ, ზუგდიდისა და მესტიის 2017-2018 წლების ბიუჯეტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში, ზუგდიდისა და მესტიის მუნიციპალიტეტების 2017-2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შემოწმების შედეგებთან დაკავშირებით, რაზეც დასკვნები სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მოამზადა, გამოძიება მიმდინარეობს.

პროკურატურის პრესსამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიება მიმდინარე წლის 14 თებერვლას დაიწყო.

“ორივე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს 2017-2018 წლებში ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების განხორციელებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით”, – განმარტეს პროკურატურაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად