პროკურატურამ “თი ბი სი ბანკიდან” დოკუმენტაციები ამოიღო

ამს შესახებ ინფორმაცია “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს

“გიდასტურებთ, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს, თი ბი სი ბანკის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამავე ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული აქვს გარკვეული დოკუმენტაცია.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს დოკუმენტების შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები.

საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში გავავრცელებთ”, – განუცხადეს უწყებაში “აიპრესს”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...