პროკურატურამ თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე განზრახ მკველობის მუხლით დააკავა

საქართველოს პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ვანო ზადარაშვილი დააკავა.

წუხელ მკვლელობა მოხდა კახეთში. გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ იყალთოში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თელავის პოლიციის უფროსის მოადგილე, ვანო ზადარაშვილმა თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს ზურაბ საჩიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, საჩიშვილი მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.

“პროკურატურამ კახეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. შემთხვევის ადგილზე ბრალდებულის სახით დააკავა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ.

საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება”, – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად