პროკურატურამ TBC ბანკის საქმეზე გიორგი ქადაგიძე გამოკითხვაზე დაიბარა

ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

ქადაგიძის განმაფრტებით, ის გამოკიტხვაზე პროკურატურაში არ მივა და სასამართლოში გამოიკითხება.

“ძვირფასო მეგობრებო, მინდა მცირე განმარტების გაკეთება. მივიღე უწყება თიბისის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით.

საქმის მასშტაბის და ლეგიტიმური საჯარო ინტერესის გათვალისწინებით მივიღე გადაწყვეტილება არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით არამედ პირდაპირ სასამართლოში საჯაროდ მივცე ჩვენება. აქვე ვიტყვი რომ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები გააკეთებენ განმარტებებს და უზრუნველყოფენ სრულ გამჭირვალობას. სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ ცხადია აუცილებლად მოგახსენებთ ჩემ მოკრძალებულ აზრს მიმდინარე პროცესებთან და შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

პ.ს. როგორც ჩემი დამოკიდებულება და მცირე პოლიტიკური ჟესტი ამ საქმის მიმართ, სასამართლოში ჩვენებას მივცემ ადვოკატების გარეშე” – წერს გიორგი ქადაგიძე.

ცნობისთვის, თიბისი ბანკის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გამოიკითხა მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად