პროკურატურამ საკრებულოს დეპუტატს ბრალი წარუდგინა, მისი თანაშემწე თამთა თოდაძე კი დაზარალებულად ცნო

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილია დადგენილება თამთა თოდაძის დაზარალებულად ცნობის შესახებ. თამთა თოდაძე ხვალ, 11:30 საათზე დაბარებულია პროკურატურაში დადგენილების გასაცნობად, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. მისი ადვოკატის თქმით, თოდაძის დედას ილია ჯიშკარიანის მეგობარი დაუკავშირდა და მორიგება შესთავაზა.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ილია ჯიშკარიანს კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარედგინაა

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად