პროკურატურამ “რუსთავი 2”-ის კონტრაქტორი კომპანია “ინტერმედიას” ხელმძღვანელი გამოკითხა

გამოძება ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის კონტრაქტორი კომპანია “ინტერმედიას” ხელმძღვანელი ზურაბ იაშვილი გამოკითხა.

ზურაბ იაშვილის თქმით, პროკურატურა კომპანიის შესახებ ჰქონდა კითხვები.  ” რას ვსაქმიანობ, რა კავშირი გვაქვს “რუსთავი2″-თან. ყველაფერი არის გამჭვირვალე, ყველაფერი არის იმ მასალებში, რაც არის.”

ზურაბ იაშვილის ადოკატი, ბექა ბასიალაია აცხადებს, რომ “ყველა კითხვას გაეცა ამომწურავი პასუხი, არანაირ კრიმინალურ ქმედებას “ინტერმედიას” საქმიანობაში ადგილი არ ჰქონია, უფრო მეტიც, არანაირ საგადასახადო დარღვევასაც კი და ეს ნათლად არის დოკუმენტებში. კითხვები ეხებოდა სარეკლამო დროის ღირებულებას და ა.შ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როდესაც გამოძიება ხდება ფორსირებულ რეჟიმში და კეთდება ის განცხადებები, რომელსაც ჩვენ სახელისუფლებო წარმომადგენლებისგან ვისმენთ, ეს ამ გამოძიების მოტივაციასთან დაკავშირებით აჩენს სერიოზულ კითხვის ნიშნებს.

შეგახსენებთ,  ნიკა გვარამიას პროკურატურა მოსამართლესთან ერთად დღეს გამოკითხავს

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად