პროკურატურამ “ომეგა ჯგუფის” საქმეზე ვანო ჩხარტიშვილი გამოკითხა

ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს,  

შეგახსნებთ, 2018 წლის 19 სექტემბერს "რუსთავი 2"-ზე გავიდა სიუჟეტი, "სიგარეტის ბაზრის გახლეჩვა" – "კურიერმა" ხელისუფლების რეკეტის დოკუმენტური დადასტურება, ე.წ. წესდება მოიპოვა", სადაც საუბარია იმაზე, რომ "კურიერმა" მოიპოვა წესდება, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო თამბაქოს ბაზარზე წილების გადანაწილების ის სქემა, რომელზეც უკვე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერშია საუბარი და ომეგა-სიგარეტის ბაზრის გახლეჩა – დოკუმენტი ამ სათაურით, „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერის მეილზე, ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატისგან, ლაშა კალანდაძისგან გაიგზავნა. 

მოგვიანებით, მედიაში გავრცლებულ ჩანაწერზე ტელეკომპანია "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" საქმეზე  გამოეხმაურა ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი  ის ადასტურებს, რომ ვანო ჩხარტიშვილსა და ზაზა ოქუაშვილს შორის შეხვედრა 2017 წელს ნამდვილად შედგა და ეს თავად ოქუაშვილის ინიციატივა იყო. თუმცა შეხვედრაზე არ ყოფილა ლაპარაკი ტელეკომპანია "იბერიაზე".

დღეს, მთავარმა პროკურატურამ "ომეგა ჯგუფის" საქმეზე განცხადება გაავრცელა, რომელსაც "აიპრესი" უცვლელად გთავაზობთ. 

"მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით ქ. თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს. აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს თან დაერთო ყველა ის აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიების მიმდინარეობისას სხვადასხვა მედიასაშუალებებით დამატებით გავრცელდა.

გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიება. ამ ეტაპზე სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან გამოთხოვილი აუდი ჩანაწერების ავთენტიკურობის და მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ასევე, მიმდინარეობს ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირების გამოკითხვის პროცესი.

თბილისის პროკურატურაში გამოსაკითხად დაბარებულია ზ.ო., თუმცა მისი ადვოკატის განცხადებით, იგი იმყოფება დიდ ბრიტანეთში და მიმდინარე თვის ბოლოს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში. ასევე საზღვარგარეთ იმყოფება საუბრის კიდევ ერთი სავარაუდო მონაწილე ი.ჩ., რომელიც ქვეყანაში დაბრუნებისთანავე დაიკითხება მოწმის სახით.

გარდა ამისა, თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, 2018 წლის 25 სექტემბერს, მოწმის სახით გამოიძახა ომეგა ჯგუფში შემავალი სამი კომპანიის დირექტორი, თუმცა მათი ადვოკატის ცნობით, აღნიშნული პირები უწყებაში მითითებულ დროს ვერ მივიდოდნენ და ისინი საგამოძიებო ორგანოში 2018 წლის 27 სექტემბერს გამოცხადდებიან.

ამასთან, გამოძიებამ, ომეგა ჯგუფში შემავალი კომპანიების საგადასახადო ვალდებულებების დადგენის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან უკვე გამოითხოვა შესაბამისი ინფორმაცია.

დაიკითხება ჩანაწერებში მოქმედი ყველა პირი და დამატებითი ინფორმაცია ეცნობება საზოგადოებას".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად