პროკურატურამ “ლელო საქართველოსთვის” შტაბის წევრის ცემის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრის ცემის ფაქტზე დაკავებულ თ.ყ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით ამ ეტაპისთვის დადგინდა, რომ 2020 წლის 13 ოქტომბერს, ქ. ქუთაისში, თ.ყ. ერთ-ერთი კომპანიის სარეკლამო ღონისძიების ფარგლებში, სხვა პირებთან ერთად ქალაქის ქუჩებში მოტოციკლეტით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მანევრირების გამო წარმოშობილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თ.ყ.-მ, „მერსედესის “ მარკის ავტომანქანის მძღოლს, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ შტაბის წევრს პ.კ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცველებმა, თ.ყ. იმავე დღეს ქ.ქუთაისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად