სასამართლომ დეპუტატ კობა კობალაძის შვილს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ, დავით კობალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ არ გაითვალისწინა დავით კობალაძის ადვოკატის შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების სახედ 5 ლარიანი გირაოს შეფარდების შესახებ და დააკმაყოფილა სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა პატიმრობის შეფარდებაზე.

შეგახსენებთ, 2020 წლის 11 ივლისს, საქართველოს შინაგანა საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდარი ფაქტიდან 19 დღის შემდეგ “tvპირველზე” გასული ანონსის შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კობა კობალაძის შვილი გამოძიებას ჩაბარადა.

“2020 წლის 24 ივნისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-7 სამმართველოში დაიწყო გამოძიება 1997 წელს დაბადებული გ.ე.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2020 წლის 10 ივლისს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა ანონსი იმის შესახებ, რომ აპირებდნენ მომხდარი ფაქტის გაშუქებას. ვინაიდან პირდაპირ ეთერში გაჟღერდა მომხდარი დანაშაულის შესახებ და შეიქმნა საფრთხე საქმეში გამავალი პირების მიმალვის, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პირების დაკავების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული, სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, 2000 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

ამავე საქმესთან დაკავშირებით, 1997 წელს დაბადებული დ.ჟ. სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 238- პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ასევე, თბილისში დააკავეს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, 2000 წელს დაბადებული დ.კ. პოლიციის განყოფილებაში პირადი ინიციატივით გამოცხადდა. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 238 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით”, – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად