A2 ბანერი
A2 ბანერი

პროკურატურა: შესაძლოა, სუბელიანი გამოგონილი ფაქტებით ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს ბრალდების შედეგზე

ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

“საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.

გამოძიებით დადგენილია, რომ მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათი სამ ფარულ აუდიოჩანაწერს შეიცავს, რომლებიც სავარაუდოდ საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ უკვე გაასაჯაროვა 11 ოქტომბრით დათარიღებული აუდიოფაილი, რომელზედაც სავარაუდოდ მ.ს.-ს, პარლამენტის წევრის ვიქტორ ჯაფარიძის და მოქალაქე დავით ცუხიშვილს შორის მიმდინარე საუბრებია ფარულად ჩაწერილი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი.

დღეს გავრცელებული აუდიოჩანაწერი, ისევე, როგორც 11 ოქტომბრის და ასევე მეხსიერების ბარათზე არსებული მესამე აუდიოჩანაწერი, რასაკვირველია, მოითხოვს სპეციალურ საექსპერტო კვლევას, რაც უკვე დაწყებულია. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, საქმე შესაძლოა გვქონდეს ბრალდებულ მირზა სუბელიანის მცდელობასთან, ცრუ, მის მიერვე გამოგონილი დანაშაულებრივი ფაქტების გასაჯაროების მუქარით ზემოქმედება მოახდინოს მისი ბრალდების საქმის საბოლოო შედეგზე. ამ დროისთვის, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით.

საგამოძიებო ორგანო ყველაფერს აკეთებს, რომ ამ საქმეზე დადგინდეს სიმართლე და დანაშაულში მხილებული ყველა პირი მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში”, – ამის შესახებ პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გადაცემა P.S.-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელიც P.S.-ის ინფორმაციით გლდანის № 8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია ჩაწერილი, სადაც მათივე ინფორმაციით ფიგურირებს ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი, “ქართული ოცნების” წარმომადგენელი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დათო ცუხიშვილი.

ასევე, დღეს პროკურატურამ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბრის აუდიოჩანაწერი გაასაჯაროვა

 

მსგავსი სიახლეები

პროკურატურა: გიგა მაქარაშვილი იტყუება, მის საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა

სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მის საქმეზე პროკურატურამ…

“ნაცმოძრაობის” წევრი: ჩვენი კოორდინატორის წინააღმდეგ ბინძური კამპანია…

„ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინატორის, ასევე სოფელ ვეჯინის ამბულატორიის ექიმის, ელმირა ბეციაშვილის პროკურატურაში…

ადევნებასა და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფაში ბრალდებულს 4 წლით პატიმრობა…

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადევნებასა და …

მირზა სუბელიანი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა ნოზაძემ სასამართლო სხდომაზე, სადაც ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებული…

შსს-მ ზაზა სარალიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკული №51 საშუალო სკოლის მოსწავლია, ზაზა სარალიძის მიმართ…

თეა წულუკიანმა ხორვატიის მთავარ პროკურორთან დამოუკიდებელი პროკურატურის უპირატესობა და…

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ხორვატიაში შეხვედრებს განაგრძობს. თეა წულუკიანი ხორვატიის მთავარ პროკურორს შეხვდა და…

საგარანტიო სერთიფიკატების გაცემის გამო ანა წითლიძე სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო…

"ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე ანა წითლიძე სამეგრელო- ზემო სვანეთის საოლქო…

ირანი მოქალაქეს საქართველოში განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის 17 წლით პატიმრობა…

ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

ირანის მოქალაქეს საქართველოში ჰეროინის შემოტანისთვის 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვასა და საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის…
კომენტარები
იტვირთება...