პროკურატურა: როგორც ნიკა მელიას სასარგებლოდ გადარიცხული თანხა ანგარიშზე აისახება ან თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარადგენენ, სასამართლოს მივმართავთ

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დღეს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიას გირაოსთან დაკავშირებით განცხადება გავრცელა სადაც აღნიშნულია, რომ გირაოს თანხა 40 000 ლარი ევროპულმა ფონდმა “დემოკრატიისთვის” გამოყო.

“აიპრესი” დაინტერესდა როდის მიმართავს საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით.

როგორც უწყებაში “აიპრესს” განუცხდეს პროკურატურის წინადადება ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე ძალაშია და როგორც კი, ნიკა მელიას სასარგებლოდ გადარიცხული თანხა ანგარიშზე აისახება, თანხის ჩარიცხვის დოკუმენტს წარადგენენ, უწყება სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს.

კომენტარები
იტვირთება...