პროკურატურა: ყველა ექსპერტიზა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება, რა დრო გაატარა გიორგი შაქარაშვილის გვამმა წყალში

“ყველა ექსპერტიზა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება საზოგადოებაში, თუ რა დრო გაატარა გიორგი შაქარაშვილის გვამმა წყალში”.

ამის შესახებ პროკურორმა ამირან გულუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, შაქარაშვილის საქმეზე გამოქვეყნებული შუალედური ექსპერტიზის დასკვნით გარკვეულ კითხვებზე პასუხი უკვე მიღებულია, თუმცა რამდენი საათი გაატარა შაქარაშვილმა წყალში, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

პროკურორის განცხადებით, კვლევები გრძელდება და მისი დასრულების შემდეგ ინფორმაცია მოგვიანებით გასაჯაროვდება.

“ყველა ექსპერტიზა, რაც ამ საქმეზე დაინიშნა ემსახურება მნიშვნელოვანი გარემოებების დადგენას. ყველა ექსპერტიზა იმ კითხვაზე პასუხის გაცემას ემსახურება საზოგადოებაში, თუ რა დრო გაატარა გიორგი შაქარაშვილის გვამმა წყალში. ამაზე დანიშნულია ექსპერტიზა, შუალედური პასუხი გარკვეულ კითხვებთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. კომპლექსური კვლევა გრძელდება, მას შემდეგ რაც დასრულდება ეს კვლევები, საზოგადოება მყისიერად იქნება ინფორმირებული”, – განაცხადა ამირან გულუაშვილმა.

ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ 5 პირს ბრალი დაუმძიმდა.

5 ბრალდებულს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობასაც ედავება. მათ 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

უფრო კონკრეტულად ბრალი დაუმძიმდა “ტოიოტა ქემრის” მგზავრებს: ვახო ჩიქოვანს, ა.ქ-ს, არჩილ გაგნიძეს, ნიკა რევაზიშვილს და არასრულწლოვან ზ.ხ.-ს.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად