პროკურატურა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ქაშაკაშვილი ამ წუთებში, მსოფლიოში ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავას.
საქართველოს მთავარი პროკუტურა ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. .

მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლო სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართება.

პრუკურატურის განცხადებით, ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაის დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით” – ნათქვამია პროკურატურის გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად