პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100 000 ლარიანი გირაოს და საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის შეფარდებას ითხოვს

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიას მიერ აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის გამო სასამართლოს მისთვის უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით მიმართა. – ამის შესახენ “აიპრესს” პროკურატურაში განუცხადეს.

უწყების განმარტებით, პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 100 000 ლარის ოდენობით შეფარდებას და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვის დაწესებას ითხოვს.

თბილისისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დალი მეტრეველმა სასამართლო სხდომა 17:00 საათზე ჩანიშნა.

შეგახსნებთ, “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯურის ტარებაზე უარი თქვა, აქციაზე მოიხსნა და გადააგდო.

შეგახსენებთ, 2019 წლის 2 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა არ დააკმაყოფილა გენერალური პრპკურატურის საჩივარი და ”ნაციონალური მოძრაობის”ლიდერის ნიკა მელიას მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახედ 30 000-ლარიანი გირაოს შეფარდება ძალაში დატოვა და ასევე, მოსამართლე მერაბ გაბინაშვილის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯურის ტარება დაეკისრა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად