პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის გირაოს – 80 000 ლარს და ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას ითხოვს

 ამის შესახეb პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებთან სასამართლო სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორია, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდების საკითხის განმხილველი სხდომა იწყება.

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის გირაოს – 80 000 ლარის შეფარდებას და ქვეყნიდან გაუსვლელობას ითხოვს. თუმცა, გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

“პროკურატურას ვეუბნები თქვენ გაქვთ 2 არჩევანი ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში. ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პატიმრობა, მე არ მოგცემთ საშუალებას არცერთი მესამე ვარიანტის. არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. მე არ გადავიხდი არანაირ გირაოს – მაღალს უბრალოდ ვერ და დაბალს არ. იმიტომ, რომ მე ვარ უდანაშაულო. არანაირი შინა პატიმრობა.

ვერც ეჟვანს ვერ შემაბამთ, ვერც სახლში ვერ დამაბამთ,ვერც გირაოს ვერ გადამახდევინებთ. ამის გამო ბოდიშს ვუხდი ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან, მაგრამ არა უშავს ჩვენ ავიტანთ, აგვიტანია უარესიც იგივე ადამიანის გამო, რომელსაც მე დავასამარებ და რომლის კაპიტულაციასაც ჩავიბარებ მე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ გუშინ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად