ნიკა გვარამიას პროკურატურა მოსამართლესთან ერთად დღეს გამოკითხავს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლში გამოკითხვაზე 11:00 საათზე მივა.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 9%-იანი წილის მფლობელმა ნინო ნიჟარაძემ პროკურატურაში სარჩელით მიმართა.

ინჟარაძე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით გვარამიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ნიჟარაძის ადვოკატამა გიორგი ყავლაშვილმა 2019 წლის 16 ივნისს გააკეთა.

„2014 წლიდან ვითხოვთ სხვადასხვა დოკუმენტაციის გადმოცემას, მაგრამ ეს არ მოხდა და დოკუმენტები, რომელიც მივიღეთ, აშკარად გამოიკვეთა კომპანიის ხელმძღვანელის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტები. ეს არის 220 მუხლი, ასევე 182 და 205-ე პრიმა მუხლები. იმ პერიოდში, როდესაც კომპანიას საოპერაციო ხარჯები გაეზარდა და საჭირო იყო უფრო მეტი შემოსავლების ინტეგრირება სარეკლამო შემოსავლებიდან, კომპანიის ხელმძღვანელმა ფიქსირებულ, მოჭრილ შემოსავალზე გაუფორმა კონტრაქტი ინტერმედიას, ეს აშკარად არის მისი მხრიდან კომპანიის საზიანო მოქმედება და ეს გააკეთა მაშინ, როცა ინტერმედიასგან მეტი შემოსავლები შემოდიოდა, ასეთ პერიოდში კონტრაქტი დაბალ თანხაზე გაფორმდა. ეს არის გაუგებარი, თუ რატომ გაფორმდა წამგებიანი ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულებით ინტერმედიას შემოსავლები პრაქტიკულად დამალული იქნა პარტნიორებისთვის. ნათელი გახდა, რომ შემოსავლის მეტი წილის აკუმულირება ხდება სხვადასხვა კომპანიებში. უკანასკნელი კომპანია, სადაც ხელშეკრულებაა გაფორმებული, არის სხვა ინტერმედია და მისი დამფუძნებელი ერთი-ერთი მიხეილ მშვილდაძეა. არსებობს საფუძველი, რომ ხდება თანხების აკუმულირება, ე.წ. გადაქაჩვა სხვა სატელევიზიო კომპანიებში“, – განაცხადა ადვოკატმა.

2019 წლის 1 აგვისტოს, მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ რუსთავი 2”-იდან ფინანსური საბუთების და ელექტრონული ინფორმაციის ამოღებას იწყებს

ცნობისთვის,  2019 წლის 18 ივლისს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი, რომ “რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა. რითიც საქართველოს სამივე ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. რის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრმა ქიბარ ხალვაში (60%) და შპს „პანორამა“ (40%) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მესაკუთრედ დაარეგისტრირა.

იმავე დღეს, სააჯარო რეესტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული საბუთი, საიდანაც ირკვევა, რომ შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის პარტნიორთა კრება გაიმართა. კრების გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამია გათავისუფლდა ტელეკომპანიის დირექტორის თანამდებობიდან და დირექტორად პაატა სალია დაინიშნა.

რის შემდეგ, “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ 2010 წელს, მასსა და ხალვაშს შორის ბერლინში გაფორმდა შეთანხმება, რის მიხედვითაც ოქრუაშვილის მტკიცებით, ხალვაში „რუსთავი 2“-ში ფორმალური მმართველი უნდა ყოფილიყო. ასევე, ამბობს რომ შეთანხმება ხალვაშის მიერ არის ხელმოწერილი.

ირაკლი ოქრუაშვილი თქმით, “რუსთავი 2”-ის 100% წილი მან შეიძინა, რაშიც 7 მილიონი დოლარი გადაიხადა. მისივე თქმით, ქიბარ ხალვაში იყო მასთან აფილირებული პირი, ამიტომ ბუნებრივია წილები გადაუფორმა ქიბარ ხალვაშს თანხის მიღების გარეშე.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის მფლობელმა, ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით გუშინ მიმართა. ხალვაში ამბობს, რომ ოქრუაშვილის მხრიდან ყალბი დოკუმენტების გამოყენებით ადგილი აქვს ქონებრივი უფლების მიღების მცდელობას.

გაკეთებული განცხადებებიდან რამდენიმე დღეში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაკა გველესიანმა “გამარჯვებული საქართველოს” ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 20 – 21 ივნისის საქმეზე აღთკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად