პროკურატურა: ლგბტ პირზე თავდასხმის ადგილიდან ამოღებული დანა ექსპერტიზაზე გადაიგზავნა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ორთაჭალაში ლგბტ პირის ცემის ფაქტზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნათია სუხიაშვილის თქმით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია იარაღი, რომელიც ექსპერტიაზე გადაიგზავნა. 

„აქტზე გამოძიება შსს-მ დაიწყო რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას უწევს პროკურატურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა რომელიც გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ასევე მიმდინარეობს ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ პროკურატურაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად