პროკურატურა გიორგი(ჟორიკა) რურუასთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე რომან ხორავა გიორგი (ჟორიკა) რურუასთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმეს განიხილავს.

სასამართლოში , რურუას ინტერესებს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილთან ერთად, სამაუწყებლო კომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი, იურისტი ნიკა გვარამია იცავს.

საქმის პროკურორმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო მდგომარეობაში ჰქონდა მოყვანილი.

მისივე თქმით, გიორგი რურუას რეგისტრირებული 48 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს.

საქმის პროკურორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა და გიორგი რურუასთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ, პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

დააკმაყოფილებს თუ არა მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობას, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე რომან ხორავამ, გიორგი (ჟორიკა) რურუას აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საქმის განხილვა დაიწყო.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებლი გიორგი (ჟორიკა) რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, “საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის 1977 წელს დაბადებული გ.ჩ. თბილისში დააკავეს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე გადამოწმების მიზნით ერთ-ერთი ავტომობილი შეაჩერეს.

მძღოლის თანხმლებმა მგზავრმა – 1977 წელს დაბადებულმა გ.ჩ.-მ სამართალდამცველების მიმართ გამოხატა აგრესია, არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევისთვის ის ადგილზე დააკავეს’.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად