პროკურატურა გია უდესიანს დღეს ბრალს წარუდგენს

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დანაყოფების ხელძღვანელს გია უდესიანს დღეს ბრალს წარუდგენს.

თუმცა, მთავარ პროკურატურაში არ აკონკრეტებენ რა საქმეზე. 18:00 საათზე უწყებაში გია უდესიანისთვის ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით, კომენტარი გაკეთდება.

ცნობისთვის, გია უდესიანი  იმ თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო დანაყოფებს ხელმძღვანელობდა, რომელიც ეროვნული გვარდიის ბაზაზე იქმნებოდა საიდუმლო ბრძანებით. 

შეგახსენებთ,  ბზნესმენ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეში, ხარძიანის ოჯახი გია უდესიანს ადანაშაულებდა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად