პროკურატურა: განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და იოსებ ვარდიაშვილი განზრახ მკვლელობის ჩადენაში დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით,-ამის შესახებ პროკურატურა იუწყება. 

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2016 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 18:35 საათზე, ქ. თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იოსებ ვარდიაშვილს ზაზა ქისტაურთან პირადი უთანხმოების ნიადაგზე შელაპარაკება მოუვიდა, რა დროსაც იოსებ ვარდიაშვილმა სახლიდან სანადირო თოფი გამოიტანა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით ზაზა ქისტაურს გულმკერდის არეში ესროლა.

მიღებული ჭრილობის შედეგად ზაზა ქისტაური ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა იოსებ ვარდიაშვილი შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ იოსებ ვარდიაშვილი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით",-აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად