პროკურატურა ავთანდილ წერეთელისთვის 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა კულულაშვილი ავთანდილ წერეთელისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს დღეს განიხილავს. სხდომა 15:00 გაიმართება. პროკურატურა წერეთელისთვის 500 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

„პროკურატურამ სასამართლოს მიმართა ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის გირაოს გამოყენების თაობაზე და ასევე ჩვენ ვიშუამდგომლეთ, რომ ავთანდილ წერეთელს აეკრძალოს საზღვრის დატოვება საგამოძიებო ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე. თანხის ოდენობა პროკურატურამ განსაზღვრა ავთანდილ წერეთელის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, ვინაიდან გირაოს ოდენობა უნდა იყოს შემაკავებელი ხასიათის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს აღკვეთის ღონისძიების მიზნები“, -განაცხადა  ჟურნალისტებთან საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ 2019 წლის 22 აგვისტოს გააკეთა ოფიციალური განცხადება და  ავთანდილ წერეთელი 16 664 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულად სცნო

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...