პროკურატურა: №8 ციხის ყოფილმა დირექტორმა “ქილერამ” და მეგის ქარდავამ პატიმარს საკუთარი ჩვენება აჭამეს და გაუპატიურების ინსცენირება აყურებინეს (ვიდეო)

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

“სასურველი ჩვენების მიცემაზე უარის მიღების შემდეგ,  დაკავებული ჩაიყვანეს ციხის ე.წ. „კარანტინში“, სადაც აყურებინეს, თუ როგორ ძალადობდნენ სექსუალურად ერთ-ერთი პატიმრის მიმართ, რის შემდეგაც დაზარალებულს დაემუქრნენ, რომ თუ სასურველ აღიარებით ჩვენებას არ მისცემდა, მასაც გააუპატიურებდნენ. ალექსანდრე მუხაძემ პატიმარს არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ, დაზარალებულმა მეგის ქარდავას მითითებით, არარსებულ ტერორისტულ აქტებში მისი მონაწილეობის აღიარებითი ჩვენება დაწერა.

წამების შედეგად მიღებული აღიარებითი ჩვენება ალექსანდრე მუხაძის და მეგის ქარდავასთვის არ აღმოჩნდა საკმარისად ამომწურავი, რის გამოც აღნიშნულმა პირებმა პატიმარი აიძულეს შეეჭამა ის ფურცელი, რომელზეც მისი ჩვენება იყო დაწერილი.

სასურველი ჩვენების მისაღებად, იგი შეიყვანეს ერთ-ერთ საკანში, სადაც ნიღბებში გამოწყობილი სხვა პატიმრების გამოყენებით მოუწყვეს სექსუალური  ძალადობის ინსცენირება, რომელიც კამერით გადაიღეს.” – პროკურატურის სრული განცხზადება შეგიძლიათ იხილოთ აქ: №8 ციხის ყოფილი დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს, მაეტსახელად “ქილერა”-ს პატიმრის წამების ფაქტზე ბრალდება წარედგინა

კომენტარები
იტვირთება...