პროგრამის “კულტურა და კრეატიულობა” ფარგლებში აჭარაში შეხვედრა გაიმართა

დღეს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, თეონა ბერიძე ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ,,კულტურა და კრეატიულობა“ კოორდინატორს, გიორგი რაზმაძეს და რუმინეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს, ექსპერტ იულია პოპოვიჩს შეხვდა.

შეხვედრაზე საშემსრულებლო სექტორის მდგომარეობაზე რეგიონში და მისი განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. მინისტრის მოადგილემ სტუმრებს როგორც აჭარაში საშემსრულებლო სექტორში არსებული სიტუაცია და გამოწვევები გააცნო, ასევე აუდიტორიის მოზიდვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ესაუბრა.

"სამინისტროს მისიაა თეატრის ტრადიციების შენარჩუნება და ამავდროულად საშემსრულებლო ხელოვნების თანამედროვე ტენდენციების გაზიარება/დამკვიდრება, ასევე ხელოვანთა ახალი თაობების, ახალი თეატრალური მიმართულებების მხარდაჭერა“ – აღნიშნა თეონა ბერიძემ.

შეხვედრა ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ,,კულტურა და კრეატიულობა“ ფარგლებში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად