პროექტის მიხედვით, კარანტინის დამრღვევი კერძო პირი 3000, ხოლო იურიდიული – 15 000 ლარით დაჯარიმდება

კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ დადგენილი კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დამრღვევთა წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი მომზადდა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა.

ცვლილებების პროექტს პარლამენტი, სავარაუდოდ, თვის ბოლოს დაამტკიცებს.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევა ცვლილება და კარანტინის წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირები 3000 ლარით, ხოლო იურიდიული პირები 15 000 ლარით დაჯარიმდებიან. კარანტინის წესსა და თვითიზოლაციის პირობებს საქართველოს მთავრობა უახლოეს დღეებში დაამტკიცებს.

გთავაზობთ შესწორებების პროექტს, რომელიც კარანტინის პირობების დარღვევას შეეხება: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 177​15 მუხლი:

„მუხლი 177​15. კარანტინის წესის დარღვევა კარანტინის წესის დარღვევა – გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით; იურიდიული პირის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ:

„მუხლი 1321. კარანტინის წესის დარღვევა კარანტინის წესის დარღვევა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 17715 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ან ამ დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

შენიშვნა:

ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.”

პროექტი განიხილება დაჩქარებული წესით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად