პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში სტუდენტებისთვის ნახატების კონკურსი გამოცხადდა

პროექტის „მეცნიერება კაპიტანია“ ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აცხადებს კონკურსს სტუდენტებისთვის სახელწოდებით „ფერით დანახული მეცნიერება“.

კონკურსი ხელოვნების მოყვარულებსა და უკვე შემდგარ მხატვრებს საშუალებას აძლევს, სახვითი ხელოვნების ნიმუშებში აღბეჭდონ სამეცნიერო აღმოჩენები, ტექნოლოგიური გამოგონებები ან მეცნიერული მოვლენები.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტის აქტიური სტატუსის მქონე (2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით) 20-30 წლის ახალგაზრდებს.

მონაწილეობის მსურველთათვის საკონკურსო დოკუმენტების (განაცხადი, მხატვრული ნამუშევარი, ნახატის აღწერილობა) წარდგენა შესაძლებელია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანატში 2020 წლის 13 ნოემბრიდან 2020 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით. 

საკონკურსო კომისია სამ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელთაც ფულადი ჯილდოები გადაეცემათ.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:

http://stratcom.gov.ge/s/a5307

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად