პროექტის „განახლებული რეგიონების“, ფარგლებში კახეთის რეგიონის მასშტაბით ინფასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული პროექტის, „განახლებული რეგიონების“, ფარგლებში კახეთის რეგიონის მასშტაბით ინფასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

აღნიშნული პროგრამით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ცენტრალურ მოედანზე შადრევნის მოწყობა, საცხოვრებელი შენობების ფასადების მოპირკეთება, ტროტუარების, სკვერების, პარკებისა და რეკრეაციული სივრცეების კეთილმოწყობა ხორციელდება. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი აღნიშნული კომპანიის დირექტორს, ვლადიმერ გაგუას შეხვდა და პროექტის ფარგლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მასთან ერთად დაათვალიერა.
„განახლებული რეგიონების“ 4 წლიანი სახელმწიფო პროგრამის პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 7 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები
იტვირთება...