18 ივნისიდან პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“ იწყება

18 ივნისიდან – 27 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, განხორციელდება სსიპ „გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის“ მიერ ინიცირებული პროექტი „კულტურა საზღვრებს გარეშე“, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რიგი ღონისძიებების გამართვა შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში (ქ.გორი / სოფ. დიცი/სოფ.ტირძნისი – 18 ივნისი, ქ.ზუგდიდი / სოფ. ტყაია – 8-9 აგვისტო, სოფ. კოკი /სოფ. ორსანტია/ ანაკლია – 5-6 სექტემბერი და ქ. გორი/ სოფ. ხურვალეთი-27 სექტემბერი). ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

პროექტის პირველი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება  18 ივნისს სოფლებში დიცი და ტირძნისი, ასევე ქ. გორში, სადაც მწერლები და მეცნიერები (მაკა ელბაქიძე, ალეკო შუღლაძე, გურამ მეგრელიშვილი, ლევან ჟვანია) რეპრესირებულ მწერლებზე გაამახვილებენ ყურადღებას. საუბარი შეეხება კულტურული დიალოგის გაღრმავების მნიშვნელობას და ინტერაქციის რეჟიმში გაიმართება მკითხველთან დიალოგი, ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის მოხდება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების/მიმართულებების გაცნობა – „პროფორიენტირი“; მოეწყობა სხვადასხვა სახის გამოფენა ადგილობრივი ახლაგარზდა ხელოვანების მონაწილეობით და ბოლო დროის ქართული მოკლემეტრაჟიანი, ფილმების ჩვენება.

აღსანიშნავია, რომ  დიცში და ტირძნისში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრებიან მეღვრეკისიდან, ბროწლეთიდან და ერგნეთიდან ჩამოსული ახალგაზრდები.
პროექტის დასკვნითი ნაწილი შემაჯამებელ კონცერტს გულისხმობს, რომელიც ქ. გორში, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში ქართველი მუსიკოს-შემსრულებლების – ნეკა სებისკვერაძის, დათო ნოზაძის და ნინო გულიაშვილის მონაწილეობით გაიმართება (დასაწყისი 17:00სთ-ზე – დასწრება თავისუფალია), რომელსაც დაესწრებიან ქ.გორში და მის შემოგარენში მცხოვრები სამაჩაბლოდან დევნილი ახალგაზრდებიც.

ღონისძიებების განრიგი: დიცი/ტირძნისი – გორი 18.06.2019
13:00 – 13:40 სოფ. დიცის საჯარო სკოლის დარბაზში მწერლების გურამ მეგრელიშვილს და ალეკო შუღლაძის ახალი წიგნების წარდგენა;

13:40 – 13:45 სოფ. დიცის საჯარო სკოლის ეზოში განთავსებული „სკვერის ბიბლიოთეკის“ სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნებით შევსება.

14:00 – 14:20 სოფ. ტირძნისის საჯარო სკოლის დარბაზში ლექცია: რეპრესირებული მწერლები (თსუ შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის დირექტორის მოადგილე, პროფესორი მაკა ელბაქიძე)

14:20 – 14:30 ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი მსმენელთან

14:30 – 14:50 რეპრესირებული ქართველი მოდერნისტი პოეტის ვანლერ დაისელის – ივანე ბაბუაძის წიგნის „მზის სისხლის“ წარდგენა (წარმდგენი, წიგნის რედაქტორი ლევან ჟვანია).

14:50 – 15:00 ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი მსმენელთან
15:00 – 15:30 ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების გაცნობა – „პროფორიენტირი“;

15:30 – 15:40 ინტერაქციის რეჟიმში დიალოგი მსმენელთან

17:00 – 18:20 ქ. გორი გ. ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი – მუსიკალური კონცერტი : „ქართული დუეტის საღამო“ – ნეკა სებისკვერაძე, დათო ნოზაძე – აკომპანიატორი ნინო გულიაშვილი.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად