Prodigy-ის ვოკალისტი კიტ ფლინტი გარდაიცვალა

ბრიტანული ელექტრონული ჯგუფის Prodigy ვოკალისტი, მუსიკოსი კიტ ფლინტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას The Sun პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ ასევე ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი იტყობინება.

როდესაც პოლიცია მუსიკოსის სახლში მივიდა, ის უკვე გარდაცვლილი იყო. სამართალდამცავების განმარტებით, ვოკალისტის გარდაცვალება “საეჭვო არ არის”. როგორც მედია აღნიშნავს, ხელისუფლება გარდაცვალების ზუსტ მიზეზებზე არ საუბრობს.

“ჩვენ შესაბამის მისამართზე გამოვხადდით. სამწუხაროდ, 49 წლის კაცის გარდაცვალება დადგინდა. მისი ნათესავები ინფორმირებულნი არიან “, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.

ჯგუფი The Prodigy 1990 წელს ჩამოყალიბდა. ვოკალისტის რაგში, მისი დებიუტი 1996 წელს შედგა სიმღერით Firestarter- ალბომიდან „The Fat of the Land”.

ჯგუფი BRIT Awards-ის ორი პრემიით, MTV Video Music Awards-ის ოთხი ჯილდოთ, ასევე MTV-ის ევროპის მუსიკალური ჯილდოების მფლობელია. გარდა ამისა, ჯგუფი  „გრემის“  ჯილდოზეც იყო ნომინირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...