პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ნიკა მელიას მიმართ ელექტრონული მონიტორინგი დაიწყო

ამის შესახებ ინფორმაციას  არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს.

” არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ შესასრულებლად მიიღო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 02 ივლისის განჩინება ნიკანორ მელიას მიმართ ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით, ზედამხედველობის განხორციელებასთან დაკავშირებით. განჩინების შესრულება პრობაციას ეთხოვა 3 ივლისს, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ. სააგენტოს ელექტრონული მონიტორინგის სამმართველოს უფლებამოსილმა თანამშრომლებმა 3 ივლისს ნიკანორ მელიას ელექტრონული მონიტორინგის გამოყენების ფორმა და წესები გააცნეს და დადგენილი წესით სამაჯური დაუმაგრეს. ელექტრონული ზედამხედველობის საშუალება შედგება გადამცემის – ელექტრონული სამაჯურისა და მიმღებისაგან. სამაჯურის მოხსნა დაზიანების გარეშე შეუძლებელია, ის მიაწვდის მიმღებს ინფორმაციას, რომლის მიმართაც ელექტრონული ზედამხედველობა ხორციელდება.

ნიკანორ მელიას ინდივიდუალურად დადგენილი პერიმეტრიდან გასვლის შემთხვევაში, მიმღები სამაჯურიდან მიიღებს შესაბამის სიგნალს. სააგენტო რეგულარულად მიაწვდის პროკურატურას ელექტრონული მონიტორინგის აპარატურის მიერ ავტომატურად გენერირებულ ინფორმაციას, რის საფუძველზეც პროკურატურა შეძლებს, გააკონტროლოს რამდენად ემორჩილება ზედამხედველობის ქვეშ მყოფი პირი სასამართლოს მიერ დაწესებულ შეზღუდვებს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად