პრინცი ჰარი The Sun-სა და Daily Mirror-ს სასამართლოში უჩივის

სასექსის ჰერცოგი პრინცი ჰარი ტაბლოიდებს The Sun-სა და Daily Mirror-ს სასამართლოში უჩივის. ის გამოცემების ჟურნალისტებს საკუთარი ხმოვანი ფოსტის მოსმენაში ადანაშაულებს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღინიშნავს, პრინცი ჰარი ორივე გაზეთის რედაქტორს მობილური ტელეფონის გატეხვაში ადანაშაულებს.

პრინცის ინტერესებს იურიდიული კომპანია Clinton-ი იცავს, რომელსაც ტელეფონებთან დაკავშირებით საჩივრების თაობაზე დიდი გამოცდილება აქვს.

ბუკინგემის სასახლემ გამოცემა The Guardian- ს დაუდასტურა, რომ უზენაეს სასამართლოში სარჩელი უკვე შეიტანეს. საქმე პრინცი ჰარის ხმოვანი ფოსტის შეტყობინებებში სავარაუდო უკანონო ჩარევას ეხება.

სასამართლოში სარჩელი რამდენიმე დღის შემდეგ შეიტანეს მას შემდეგ, რაც პრინც ჰარის მეუღლემ მეგან მარკლიმ ბრიტანულ ტაბლოიდ The Mail- ს მისი წერილის გამოქვეყნების გამო უჩივლა. წერილის ადრესატი მამამისი თომას მარკლი იყო. ამ წერილის გამოქვეყნება სკანდალური აღმოჩნდა, რადგან მედიის ცნობით, მსახიობს მამასთან არცთუ კარგი ურთიერთობა აქვს. ის მეგან მარკლის ქორწილშიც არ იმყოფებოდა, რომელიც 2018 წლის 19 მაისს გაიმართა.

პრინცმა ჰარიმ The Mail– ის წინააღმდეგ საჩივარზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა:

”სამწუხაროდ, ჩემი მეუღლე ბრიტანული ტაბლოიდის ერთ-ერთი ბოლო მსხვერპლი გახდა, რომელიც შედეგებზე გაფიქრების გარეშე, დაუნდობელ კამპანიას ატარებს”.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ეს კამპანია ბოლო ერთი წელია გააქტიურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად