პრინცი ჩარლზი AstraZeneca-ს ახალ კვლევით ცენტრს გახსნის

დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი AstraZeneca-ს ახალ კვლევით ცენტრს გახსნის, რომლის ღირებულება 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგია. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

“ჩვენი ახალი ცენტრი კემბრიჯში ჩვენს ინდუსტრიაშ მდგრადი კვლევისა და განვითარების თამასა აამაღლებს”, – განაცხადა AstraZeneca-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, პასკალ სორიომ.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“ეს საშუალებას მოგვცემს, გავხსნათ ახალი საზღვრები დაავადების ბიოლოგიის გაგებაში, მივაწოდოთ პაციენტებს წამლები, რომლებიც ცხოვრებას ცვლის და ჩვენი კომპანიის ზრდის შემდეგი ეტაპი უზრუნველვყოთ“, – განაცხადა მან.

ცნობისთვის, ბოლო 11 თვის განმავლობაში AstraZeneca-მ COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინის ორი მილიარდი დოზა გამოუშვა და მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა. მისი ცნობით, 175 მილიონზე მეტი დოზა 130-მა ქვეყანამ COVAX-ის ინიციატივის ფარგლებში მიიღო.

კომენტარები
იტვირთება...