“პრეზიდენტს და ბადაშვილს პირადად ვუთხარი ვინ რამდენს იხდიდა პატიმრების შეწყალებაში”

ხვალ, თბილისის საკრებულოს წევრი და შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული, – ამის შესახებ საკრებულოს წევრმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

"სულ მაწვალებდა ეს განცდა, რა უნდათ ამ ადამიანებს, რატომ ხდება კონკრეტულ ამ საქმეზე ზეწოლა. შემდეგ ძალიან სარწმუნო წყარომ, ის ადამიანი დღეს თანამდებობის პირია, მითხრა 200 000 დოლარი ბე აქვთ აღებული იმ კონკრეტული პატიმრების საქმეზე და ჯამში მილიონ ნახევარს აიღებენ, თუ მოახერხებენ, ეს ხალხი პრეზიდენტმა თქვენი მეშვეობით შეიწყალოსო. 

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს, პრეზიდენტ მარგველაშვილს ვუთხარი  და წავაკითხე როგორი ისტერიული მესიჯები იყო ეს საქმე განგვეხილა.

შემდეგ წავედი მთავარ პროკურატურაში, მის კაბინეტში, სადაც 3 ადამიანი ვესწრებოდით ამ შეხვედრას, გიორგი ბადაშვილს ყოფილი მთავარი პროკურორს და მის მოადგილეს, გიორგი გოგაძეს სახელები და გვარები ვუთხარი იმ პოლიტიკოსების, ვინც მომაწოდა ეს ინფორმაცია. ისიც ვუთხარი, რა თანხაზე იყო ლაპარაკი, ვინ იყო გადამხდელი-შემკვეთი და ვინ იყვნენ ის პატიმრები ვიზეც იყო ლაპარაკი და ციხეში იმყოფებოდნენ", – განაცხადა ელისაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად