პრეზიდენტმა ოზურგეთის ფოლკლორული ანსამბლის წევრები ღირსების მედლით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ​სალომე ზურაბიშვილმა ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის ოზურგეთის ფოლკლორულ ანსამბლ ,,შვიდკაცასა“ და ,,იადონის“ წევრები ღირსების მედლით დააჯილდოვა.

ძიმა ბაქანიძეს, თენგიზ გოლიაძეს, თამაზ თავდუმაძეს, გელა ლომჯარიას, გიორგი ნიკოლაიშვილს, ნოდარ როყუას, მოსე სვანაძეს საქართველოს პრეზიდენტის სახელით, სახელმწიფო ჯილდოები ოზურგეთობის სახალხო დღესასწაულზე საზეიმოდ გადაეცათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად