პრეზიდენტმა მაიკ პენსს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმზე, „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის მადლობა გადაუხადა.

მაიკ პენსმა კი აღნიშნა, რომ ,,აშშ საქართველოს გვერდით დგას და იდგება მუდამ!” დღე იერუსალიმში ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმი გაიხსნა, რომელშიც 45 მსოფლიო ლიდერთან და სახელმწიფოს მეთაურთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად