პრეზიდენტმა 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძე არ ახსენა- მამამ პროტესტით დატოვა სასახლე

საქართვლოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული თბილისის №51 სკოლის მოსწავლე, 16 წლის თამარ ჭოველიძე შეხვედრაზე არ ახსენა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისთვის მიღება გაიმართა.

რის გამო თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ პროტესტის ნიშნად შეხვერა დატოვა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებმა სალომე ზურაბიშვილს კითხეს, რატომ  არ ახსენა თამარ ჭოველოიძის სახელი და გვარი, თუმცა საქართველოს პრეზიდენტს კითხვაზე პასუხი არ გაუცია, ისე დატოვა დარბაზი.

“როგორ რატომ მივდივარ? ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ. თამრიკო ჭოველიძის მამა ვარ მე და წავიდნენ საერთოდ, ვინ არის ეს მართლა… ჯერ ერთი, დაგვიძახეს, სკამი არ იყო, პუჩისტები ჰყავდათ დამსხდარი იქ და მეორე კიდევ, ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დაგვიძახეს. მე ვინ ვარ, არავინ ვარ ცხოვრებაში, მე არც 9 აპრილს ვყოფილვარ, აქ არ ვიყავი საერთოდ და ჩემი შვილი საერთოდ არ ახსენეს. მე რა ვიცი, რატომ არ ახსენეს, რამე დავაშავეთ, ეტყობა, ჭოველიძეებმა”, – განაცხადა არკადი ჭოველიძემ “კურიერთან”.

ცნობისთის, 1989 წლის 9 აპრილს რუსული არმიის ნიჩაბს 21 ქართველის სიცოცხლე შეეწირა  (1. ადამია აზა, 22 წლის; 2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის; 3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის; 4. გიორგაძე ნატო, 23 წლის; 5. დოლიძე თამუნა, 28 წლის;  6. ენუქიძე თინა, 70 წლის; 7. თოიძე ნინო, 25 წლის; 8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის; 9. ლოლაძე მანანა, 33 წლის; 10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის; 11. მეტრეველი ვენერა; 12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის; 13.სამარგულიანი ნანა, 41 წლის; 14. ქვასროლიაშვილი შალვა, 15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის; 16.ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის; 17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის; 18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის; 19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის; 20. მელქაძე მანანა 23 წლის; 21. ქარსელაძე გია 25 წლის” სიცოცხელ შეეწირა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...