საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი ეწვია, რომლის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ პრეზიდენტის სასახლეში დელეგაციებს შორის გაფართოებული, შემდეგ კი პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართება.
ვიზიტის ფარგლებში შვეიცარიის პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.