მარტო ნახატების გატანა უხერხულია თეა, სულ ეგაა კაცო? დავიჯერო მეტი არ შეგიძლია? - ამის შესახებ პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება კულტურის სამინისტროს გენინსპექციის  მიერ პრეზიდენტის რეზიდენციიდან სვიმონ დადიანის ნამუშევრების გამოტანის ფაქტს.

"აფსუს თეა წულუკიანს დროში და ეპოქაში როგორ არ გაუმართლა... წარმოიდგინეთ თეა წითელი სამკლაურით, ტყავის ქურთუკით, ხის კაბურიდან ნახევრადამოღებული მაუზერით შედის პრეზიდენტის რეზიდენციაში, გამოაქვს ნახატები და მერე თავმჯდომარეობს "ტროიკის" სხდომას! ტროცკიზმი ხელოვნებაში, ბურჟუაზიული გადმონაშთებით ტკბობა და მსგავსი ბრალდებები რა მჭახე და ომახიანად გაისმოდა მის გამოსვლაში. აფსუს ბიჭო როგორ აცდა მაგ დროს. რეებს იზამდა და რა იაფად გამოდის ეხლა. მარტო ნახატების გატანა უხერხულია თეა, სულ ეგაა კაცო? დავიჯერო მეტი არ შეგიძლია?" - წერს ალეკო ელისაშვილი.