პრეზიდენტის პრეს-სპიკერად ხატია მოისწრაფიშვილის კანდიდატურა განიხილება

როგორც “აიპრესისთვის” ხდება ცნობილი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრეს-სპიკერის თანამდებობაზე ჟურნალისტ ხატია მოისწრაფიშვილის კანდიდატურა განიხილება.

“აიპრესის” წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები უკვე დასრულდა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია უახლოეს დღეებში განაცხადებს.

ხატია მოისწრაფიშვილს  საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს როგორც სხვადასხვა ტელევიზიებში მუშაობის, ასევე საჯარო სამსახურში. ბოლოს ის შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი იყო.

მისი პროფესიული გამოცდილება კი ასეთია:

1988-1993 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე.
1993-1995 სწავლობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში, ეთნოგრაფიისა და ეთნოლოგიის სამაგისტრო კურსზე.
1996 წელს გავლილი აქვს BBC ტელეჟურნალისტიკის სპეციალური კურსი.
პროფესიული გამოცდილება:
2017 წლიდან-დღემდე სსიპ –  შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
2014 – 2017 სსიპ – შემოსავლების სამსახურის, სამსახურის აპარატის უფროსი
ნოემბერი 2012 მარტი 2014 სსიპ – შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსი
სექტემბერი 2008 ოქტომბერი 2012 ყოველ კვირეული, ანალიტიკური, ინტერაქტიული გადაცემა “კანონი ხატია მოისწრაფიშვილთან ერთად”, გადაცემის ავტორი და წამყვანი, რადიო
იანვარი 2012 აგვისტო 2012 ქართულ–ავსტრიული ერთობლივი საწარმო „ჩიზკო“–ს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი
ნოემბერი 2010 დეკემბერი 2011 ქართულ–ამერიკული იურიდიული კომპანია ELG (ერისთავის იურიდიული ჯგუფი) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
აგვისტო 2008 ოქტომბერი 2010 თბილისის საქალაქო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
სექტემბერი 2007 ივლისი 2008 საინფორმაციო პროგრამების წამყვანი, ტელეკომპანია „მზე“
სექტემბერი 2006 აგვისტო 2007 ყოველდღიური, სატელევიზიო, ანალიტიკური პროგრამა „კაპიტალი“–ს ავტორი დ ა წამყვანი, ტელეკომპანია „მზე“
აპრილი 2004 აგვისტო 2007 გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგო კომპანია UEDC (United Energy Distribution Company, PA CONSALTING) საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტი
იანვარი 2003 მარტი 2004 ტელეკომპანია “იმედი”-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
სექტემბერი 2000 დეკემბერი 2002 საქართველოს პრეზიდენტის პრეს-ოფიცერი
მარტი 1995 აგვისტო 2000 საქართველოს ტელერადიო კორპორაციის ინფორმაციის მთავარი რედაქციის პროგრამა “მოამბე“-ს წამყვანი და კორესპონდენტი
ნოემბერი 1995 დეკემბერი 1997 საქართველოს სახელმწიფო კანცელარიასთან არსებული ეკონომიკური რეფორმების საინფორმაცი-ანალიტიკური ცენტრის კონსულტანტი
მარტი 1994 დეკემბერი 1995 საქართველოს ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, პრეს-მენეჯერი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად