პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულზე გამოცემულ შეწყალების აქტზე გამოძიება დაიწყო

ამის შესახებ განცხადებას მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

“საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ” – ნათქვამია გავრცელებულგანცხადებაში.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის მძიმე დაNაშაულისთვის მსჯავრდებულები, რამაზ დევაძე და ასლან ბეჟანიძე, რასაც საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

შეგახსენებთ, 2015 წლის სექტემბერში ბათუმის საქალაქო სასამართლომ, გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და 22 წლის პოლიციელის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ რამაზ დევაძეს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.  გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 27 დეკემბერს, ქალაქ ბათუმში, დისკო-კლუბ „ლეგას“-ში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ რამაზ დევაძეს შელაპარაკება მოუვიდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების თანამშრომელ თარაშ მუკბანიანთან. ჩხუბის დროს რამაზ დევაძემ თარაშ მუკბანიანს წაართვა სამსახურებრივი იარაღი და შურისძიების მიზნით, იარაღიდან გასროლით თავის არეში მიაყენა ჭრილობა. მიღებული ჭრილობისგან თარაშ მუკბანიანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პრეზიდნტმა კი მსჯავრდებული შეიწყალა, რასაც საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

ასევე, როგორც გაირკვა, ზურაბიშვილმა შეიწყალა 17 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე.

ცნობისთვის, გამოძიებით დადგინდა, რომ 2004 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, პეკინის გამზირზე, დავით ოთხმეზურსა და ასლან ბეჟანიძეს შორის მობილურ ტელეფონთან დაკავშირებით კამათი დაიწყო, რაც კონფლიქტში გადაიზარდა, რა დროსაც ასლან ბეჟანიძემ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა დავით ოთხმეზურს, მათ შორის ერთ-ერთი გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დავით ოთხმეზური, გადაყვანილ იქნა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

მომდარი ფაქტიდან 12 წლის შემდეგ, ასლან ბეჟანიძე, 2016 წლის 26 მარტს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს, მაგრამ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ გაამართლა. პროკურატურამ ორივე ინსტანციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა და უზენაესმა სასამართლომ  დავით თხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულ ასლან ბეჟანიძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად