პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2019 წელს დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 2019 წელს დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

ამ ეტაპზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დასაქმებულია 140 ადამიანი, 2019 წელს კი, მათი რაოდენობა 60-მდე შემცირდება.

ასევე, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 3 მილიონ 800 ათასი ლარით მცირდება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსება.

2018 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 9 მილიონ 800 ათასი ლარი იყო გამოყოფილი, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად კი, 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

2019 წელს უქმდება პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი. საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი 5 მილიონ ლარს შეადგენდა. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით, კი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდისთვის თანხა გამოყოფილი არ არის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად